სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

33 ტურის შემდეგ ბაიერნმა 79 ქულა დააგროვა და წინა ჩემპიონატის მაჩვენებელი გააუმჯობესა (78 ქულა). 2020 წელს მიუნხენელებმა 48 ქულიდან 46 მოიპოვეს, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გასვლით შეხვედრებში მოგებათა სერია უკვე 9 მატჩს შეადგენს. საღამოს ვოლფსბურგთან გამარჯვების შემთხვევაში ბაიერნი 2013/14 წწ. სეზონში მიღწეულ საკუთარ რეკორდს გაიმეორებს (10 მოგება).

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა მეტოქის კარები 96-ჯერ დალაშქრა. წარსულში 33 ტურის შემდეგ იგივე მაჩვენებელი ისევ ბაიერნს ჰქონდა (1971/72 წწ.). ვოლფსბურგში 3 ან მეტი ბურთის გატანის შემთხვევაში რეკორდმაისტერი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს, რომელიც ტრიპლეტის სეზონში 2012/13 წწ. მიაღწიეს (98 გოლი). 6 გოლის შემთხვევაში ბაიერნი ახალ რეკორდს დაამყარებს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგის წინააღმდეგ ჩატარებულ 18 მატჩში 20 ბურთი შეაგდო. 2015 წელს პოლონელმა მეტოქეს 9 წუთის განმავლობაში 5 ბურთი გაუტანა. ლევანდოვსკის არც ერთ სხვა ბუნდესლიგის გუნდისთვის ესე ხშირად არ გაუტანია.

ბაიერნს როგორც შეტევის ხაზი, ასევე დაცვაც საუკეთესო ჰყავს. 33 ტურში რეკორდმაისტერმა მხოლოდ 32 ბურთი გაუშვა. მეორე წრეში მანუელ ნოიერს საკუთარ კარებში მხოლოდ 10 ბურთი აქვს მიღებული.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში, ბაიერნმა ვოლფსბურგს უკანასკნელი 10 შეხვედრიდან 9 აქვს მოგებული. უკანასკნელად მიუნხენელებმა „მგლებთან“ ქულები 2017 წლის სექტემბერში ალიანც არენაზე დაკარგეს (2:2). ის შეხვედრა ანჩელოტისთვის ბოლო აღმოჩნდა. საერთო ჯამში 45 მატჩში ამ მეტოქის წინააღმდეგ ბაიერნმა 35 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. საღამოს ჰანზი ფლიქს ჩემპიონატის დასრულება გამარჯვებით სურს.


27-06-2020