სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"უამრავი მაჩვენებლის გაუმჯობესება შეგვიძლია, მაგრამ სტატისტიკას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. მეორე წრის 17 მატჩის მარცხის გარეშე ჩატარება ჩვენთვის დიდი მიზანი იქნება. გამარჯვების მოსაპოვებლად ვითამაშებთ".

"მოხარული ვარ, რომ გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სინის გადაცემა ამ გრძელი გზის კულმინაცია იქნება. მაგრამ ამის შემდეგ ბრძოლა მომდევნო მიზნისთვის გვმართებს".

"ოდრიოცოლას თამაშით დამწუხრებული არ ვარ. მიუნხენში არც ისე მარტივი დრო ჰქონდა. მაგრამ ყოველთვის ძალიან პროფესიონალურად ვარჯიშობდა. ვოლფსბურგის წინააღმდეგ შეხვედრაში მინდორზე გამოვა".

"თასის ფინალის შემდეგ კიდევ ერთი მატჩი გვექნება. მერე გუნდს დასვენებისთვის პაუზა მიეცემა, რომლის დროსაც კიბერვარჯიშებს ჩავატარებთ. ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე 3 კვირით ადრე შევიკრიბებით. ვფიქრობ, რომ მოსამზადებლად საკმაოდ დრო გვექნება".

"ტიაგომ ძალიან მოუმატა. ადრე ბურთთან ერთად შეუჩერებელი იყო, ახლა უბურთოდაც ძალიან სასარგებლო გახდა. იმედი მაქვს, რომ თასის ფინალისთვის მწყობრში დაბრუნდება".

"შაბათის შეხვედრაში ვოლფსბურგის წინააღმდეგ ტემპის დაგდებას არ ვაპირებთ. თასის ფინალამდე რიტმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია".

"ყოველ მატჩში ბოატენგი თავის უმაღლეს დონეს დემონსტრირებს. ალაბასთან ერთად გუნდს ზურგს უმაგრებს. როდესაც მარტინეზი ჯანმრთელია, მაშინ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მასზე დაყრდნობა შეიძლება. წარმოუდგენელი მეომარია".


26-06-2020