სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა საიუბილეო მატჩი ჩაატარა

გასულ შაბათს თომას მიულერმა, ფრაიბურგის წინააღმდეგ მატჩში, ბაიერნის მაისურში საიუბილეო 350-ე შეხვედრა ჩაატარა. რეკორდმაისტერის რიგებში მიულერმა დებიუტი 2008 წლის 15 აგვისტოს იზეიმა. ამის შემდეგ 30 წლის ფეხბურთელმა 120 გოლი და 115 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჩატარებულ 350 შეხვედრაში მიულერმა ბაიერნთან ერთად 255 გამარჯვება იზეიმა.

მიულერის აქტივში 9 მოგებული ვერცხლის სინია, რაც რეკორდს წარმოადგენს (იგივე რაოდენობის ჩემპიონის ტიტული რიბერის და ალაბას აქვთ მოპოვებული). მიმდინარე ჩემპიონატში მიულერმა 20 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც რეკორდის გამეორებას ნიშნავს.


22-06-2020