სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

რობერტ ლევანდოვსკი ფრაიბურგთან შეხვედრაში საჭირო დროს და საჭირო ადგილას ორჯერ აღმოჩნდა. პოლონელმა დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდასხმელის ანგარიშზე უკვე 33 გოლია. ბუნდესლიგის ისტორიაში ლეგიონერების შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

დარჩენილ მატჩში ვოლფსბურგის წინააღმდეგ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, გერდ მიულერის რეკორდს ვერ გააუმჯობესებს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა თავდასხმელმა 1971/72 წწ. სეზონში 40 ბურთი გაიტანა.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიერნი ვოლფსბურგთან შეხვედრაში 5 ბურთს გაიტანენ. ამ ტურისთვის რეკორდმაისტერს 96 გოლი დაუგროვდა, რეკორდი ასევე მიუნხენურ გრანდს ეკუთვნის - 101 გოლი.

და საბოლოოდ, ლევანდოვსკიმ დაამტკიცა, რომ ფრაიბურგი მისთვის საყვარელი მეტოქეა. პოლონელმა ამ მეტოქის წინააღმდეგ 16 შეხვედრაში 17 ბურთი შეაგდო.


21-06-2020