სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა

ჰანზი ფლიქმა ფრაიბურგის წინააღმდეგ მატჩზე თითქმის მეორე შემადგენლობა დააყენა. მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გუნდი თომას მიულერმა გაიყვანა.

პირველ წუთებზე ბაიერნმა უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე კუთხური ჩამოაწოდა. ერთ-ერთის შემდეგ გუნდს დასკვნითი დარტყმა დააკლდა.

საშუალო დისტანციიდან მიულერმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

ბოატენგის ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ბაიერნმა ლამაზი შეტევა გაითამაშა, ლევანდოვსკიმ გადაცემა ზინგჰზე გააკეთა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მე-15 წუთზე ბაიერნი თავისას მიაღწია. ლევანდოვსკიმ გადაცემა კიმიხზე შეასრულა, რომელმაც ბურთი მეკარესთან შორეულ დაბალ კუთხეში გადააგზავნა.

24-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. გორეცკას დარტყმის შემდეგ ლევანდოვსკიმ დამატებაზე თავური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა. პოლონელმა თავისი 32-ე ბურთი გაიტანა.

32-ე წუთზე ფრაიბურგმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1.

ხუთ წუთში ერნანდეზის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 3:1!

კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მიულერმა თავით დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშის მიუხედავად, ბაიერნმა საკმაოდ ძლიერი პირველი ტაიმი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ დუბლი და კიმიხზე საგოლე გადაცემა მიითვალა, 3:1.


მეორე ტაიმი ისევ ბაიერნის უპირატესობით დაიწყო. მომენტები ლევანდოვსკის და კუიზანს ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში არ გაზრდილა.

63’ მინდორზე კომანი და ცირკცე გამოვიდნენ. გასახდელისკენ ზინგჰი და კუიზანსი მიეშურნენ.

67’ ულრაიჰმა გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

კიმიხის გარღვევის შემდეგ ბურთი ცირცკესთან მოხვდა, მაგრამ თავდასხმელს დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

თითქმის ეგრევე მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ თომასმა კარებს ააცილა.

85’ კომანის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის მიწურულს მინდორზე ახალგაზრდა რიჩარდსი და მუსიალა გამოჩნდნენ.

კომპენსირებულ დროში ბაიერნი ისევ ულრაიჰმა გადაარჩინა.

ბაიერნმა ფრაიბურგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ბოლო ტურში რეკორდმაისტერი გასვლაზე ვოლფსბურგს შეხვდება.




20-06-2020