სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ერნანდეზს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ

შაბათს ბაიერნი მიმდინარე ჩემპიონატის უკანასკნელ საშინაო შეხვედრას გამართავს. ფრაიბურგის წინააღმდეგ მატჩს ნიკლას ზულე, ფილიპე კოუტინიო, კოკო ტოლისო, დავიდ ალაბა გამოტოვებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ივან პერიშიჩის და სერჟ გნაბრის თამაშიც. დისკვალიფიკაციის გამო ბაიერნს ალფონსო დეივისი ვერ დაეხმარება. ლიუკა ერნანდეზი სასტარტო შემადგენლობაში გამოვა.

რობერტ ლევანდოვსკისთვის ფრაიბურგი საყვარელი მეტოქეა. პოლონელმა 15 შეხვედრაში ამ მეტოქის წინააღმდეგ 15 ბურთი გაიტანა. არც ერთ სხვა ფეხბურთელს ფრაიბურგისთვის ამდენი ბურთი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის უკვე 31 გოლი დაუგროვდა. მომდევნო გატანილი ბურთით პოლონელი ლეგიონერებისთვის რეკორდს დაამყარებს.


20-06-2020