სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შტრაიჰი: საკუთარი გუნდის გვჯერა

"იმედი მაქვს, რომ იგივე ვნებას და ენერგიას ვაჩვენებთ, რაც გასულ შეხვედრებში შევძელით. დარწმუნებულია ვარ, რომ გუნდი მაქსიმალური დახარჯვისთვის მზად არის. იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნი სათანადო კონდიციებში იქნება 1-2 ბურთს აუცილებლად გაგვიტანს. მაგრამ შესაძლებელია, რომ მატჩში ინტრიგის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროით მოვახერხოთ. ბაიერნის წინააღმდეგ თამაში საკუთარ ძალებში რწმენით გვმართებს. საკუთარი გუნდის გვჯერა", განაცხადა ფრაიბურგის მწვრთნელმა კრისტიან შტრაიჰმა.

სატურნირო ცხრილში ფრაიბურგი 45 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება. უკანასკნელ 3 შეხვედრაში გუნდმა 7 ქულა მოიპოვა. ფრაიბურგი ევროპალიგის ზონასთან ახლოს არის. მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე მყოფ გუნდებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ალიანც არენაზე შტრაიჰის გუნდს ლუკას კუბლერი ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რობინ კოხის თამაშიც.


20-06-2020