სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გასულ ტურში ბრემენთან შეხვედრაში ბაიერნმა, ბუნდესლიგის ფარგლებში, ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ამით გერმანიის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა. 1963/64 წწ. სეზონიდან არც ერთ გუნდს უფრო ხანგრძლივი მოგებათა სერია არ აქვს.

სეზონის მეორე ნახევარში რეკორდმაისტერმა 45 ქულიდან 43 მოიპოვა და განაგრძობს ამ რეკორდულ სვლას. ბუნდესლიგის ისტორიაში იდენტური მაჩვენებელი ბაიერნს 2012/13 წწ. სეზონში ჰქონდა - 16 მოგება და ფრე.

საკუთარ კედლებში ბაიერნს ფრაიბურგთან ჯერ არ წაუგია - 16 გამარჯვება და 3 ფრე. მიმდინარე ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის უფრო გრძელი სერია ბაიერნს ჰერტასთან (25 მატჩი) და ვოლფსბურგთან (23 მატჩი) აქვს.

ბუნდესლიგის ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკი მეორე ლეგიონერია, რომელსაც აქტივში 31 გოლი დაუგროვდა. პოლონელმა ობამეიანგის მაჩვენებელი გაიმეორა. რეკორდის დასამყარებლად ლევანდოვსკის კიდევ ორი მატჩი აქვს.

თომას მიულერისთვის, ბუნდესლიგის ფარგლებში, ფრაიბურგთან მატჩი 350-ე იქნება. 349 შეხვედრაში 30 წლის ბაიერნელმა გოლ+პასის სისტემით 232 ქულა დააგროვა.

როგორც წესი, ბაიერნი ფრაიბურგთან მატჩებში ყოველთვის იტანს. უკანასკნელ 13 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა მეტოქეს მინიმუმ ერთი ბურთი შეუგდო. აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან დაწყებული ყოველ 14 მატჩში ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. ფრაიბურგი, თავის მხრივ, ზედიზედ 14 შეხვედრაში ბურთს უშვებს.


19-06-2020