სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული გვყავს. შესაბამისად, გადაადგილებას მოვახდენთ. ალაბა შეხვედრას გამოტოვებს. მას უკვე დიდი ხანია ტერფი აწუხებს. შაბათს დასვენებისთვის პაუზას მიიღებს. ასევე ივან პერიშიჩიც არის ტრავმირებული. ჯანმრთელობასთან პრობლემები სერჟ გნაბრისაც აწუხებს. დიდი ალბათობით, ორივე ფეხბურთელი შეხვედრას გამოტოვებს. მაგრამ წინ 24 საათი გვაქვს. ვნახოთ, რა მოხდება".

"ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებში რიტმის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება. ფრაიბურგთან შეხვედრის შემდეგ მთელი კვირა გვექნება. დარჩენილ ორ მატჩს იგივე კონცენტრაციით შევხდებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა. ორივე მატჩში წარმატების მიღწევა გვსურს. გუნდის მენტალიტეტი იმაშია, რომ ყველა შეხვედრის მოგება გვსურს".

"გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის თემაზე ვსაუბრობთ. მაგრამ რამე კონკრეტულის თქმა ჯერ ადრეა. წინ გასამართი 3 შეხვედრა გვაქვს. შემდეგ მცირე შესვენება გვექნება. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა განახლდება. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის მისვლა იგივე შემადგენლობით გვსურს, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს".

"ძალიან ძლიერი სათადარიგო შემადგენლობა გვყავს. რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დაგვეხმარება. ისინი შაბათის შეხვედრის განაცხადში შევლენ. მიუხედავად ამისა, შემადგენლობას უფრო დიდი სიღრმე სჭირდება".

"ტიაგო - ექსკლუზიური ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაეხმარება. დიდ სათამაშო ინტელექტს ფლობს. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ტიაგო და ალაბა გუნდში დარჩებიან. ორივე ტოპ დონის ფეხბურთელია".

"ბოატენგი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. როდესაც ფეხბურთელი საკუთარ გამოცდილებას და უმაღლეს დონეს მატჩებში დემონსტრირებს, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილია მისი შემადგენლობაში ნახვა".

"მიმდინარე სეზონში ხავი მარტინეზი ტრავმებს ებრძოდა. როდესაც მინდორზე გამოდის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მასზე დაყრდნობა შეიძლება. მე როგორც მწვრთნელს ამის ნახვა მიხარია. მისი გამოცდილება გუნდისთვის სასარგებლოა. მან საკუთარი გზა თვითონ უნდა აირჩიოს. მაგრამ ახლა სრული კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე გვაქვს გადატანილი".

"ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე დრო ჯერ კიდევ არის. ზულე და კოუტინიო კარგ გზას ადგანან. ასევე კარგ მდგომარეობას ტოლისოც არის. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე სრული შემადგენლობის ყოლა მშვენიერი იქნებოდა".

"ფრაიბურგის თავკაცი კრისტიან შტრაიჰი საფეხბურთო სამყაროში დიდ პატივისცემით სარგებლობს. გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის მიუხედავად, ფრაიბურგი ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად ყოველთვის იბრძვის. გუნდს ძლიერი ხასიათი გააჩნია. ამ მატჩის მოლოდინი გამაჩნია".


19-06-2020