სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის გოლმა ბაიერნს ტიტული მოაგებინა

ბრემენში ლევანდოვსკიმ გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. 43-ე წუთზე პოლონელმა მიმდინარე ჩემპიონატში 31-ე ბურთი გაიტანა. რობერტისთვის ეს პირად რეკორდს ნიშნავს. ჟერომ ბოატენგის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკის ბურთი მკერდით გააჩერა, მოტრიალდა და მეკარესგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა.

ბუნდესლიგის ისტორიაში ლევანდოვსკი ლოთარ ემერიჰის, გერდ მიულერის, დიტერ მიულერის და პიერ ობამეიანგის შემდეგ მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 30-ზე მეტი ბურთი შეაგდო.

55-ე წუთზე ლევანდოვსკიმ 32-ე ბურთიც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თომას მიულერზე, რომელმაც გადაცემა შეასრულა, ოფსაიდი დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, თავდასხმელი საკუთარი თამაშით ამაყი უნდა დარჩეს. ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად მეექვსე ჩემპიონის ტიტული მოიგო.

"ლევანდოვსკის და მიულერის დაბრუნებამ გუნდს სარგებელი მოუტანა. ორივესთვის პაუზა სასარგებელო აღმოჩნდა", განაცხადა ჰანზი ფლიქმა. შეგახსენებთ, რომ გასული ტურის მატჩი გლადბახის წინააღმდეგ მიულერმა და ლევანდოვსკიმ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.


17-06-2020