სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: ბაიერნმა ტიტული დამსახურებლად მოიპოვა

"მთელი გულით მსურს ჰანზი ფლიქს და მის სამწვრთნელო შტაბს გერმანიის ჩემპიონატში მოგება მოვულოცო. ეს სეზონი განსხვავებული გარემოებების ფონზე ჩატარდა, რომლების გადატანა არავის სურდა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი არ გამეორდება. ჰანზი ფლიქმა, მისმა სამწვრთნელო შტაბმა და მთელმა გუნდმა მეორე წრე მშვენივრად ჩაატარეს. ეს ყველაფერი მძიმე გარემოებების ფონზე მოხდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა, ბევრი ქულა აიღო და უამრავი ბურთი შეაგდო. ბაიერნმა მშვენიერი სათამაშო მანერა აჩვენა. ჩვენი გულშემატკივრებისთვის ტიტულის მოპოვება გვსურდა და ამავდროულად შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებას ვცდილობდით. ამის გაკეთება შევძელით. ბაიერნმა ზედიზედ მერვე ჩემპიონის ტიტული დამსახურებლად მოიპოვა", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


17-06-2020