სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: გულშემატკივრების გარეშე ზეიმი რთულია

"გერმანიის ჩემპიონები გავხდით! რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გარეშე ზეიმი რთულია. მათი ემოციები დაგვაკლდა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან კმაყოფილები ვართ. არც ისე მარტივი ჩემპიონატი იყო. ტიტულისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გულშემატკივრებთან ერთად სტადიონზე ვიზეიმებთ. პირველ ტაიმში ბრემენი უფრო დაცვიდან თამაშობდა, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. მეორე ნახევარში ბურთი უნდა გაგვეტანა და ჩვენთვის საქმის ბოლომდე მიყვანა გაგვიადვილდებოდა. ყველას ვანახეთ, რომ გერმანიის საუკეთესო გუნდი ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ თამაში გვსურს", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.


17-06-2020