სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: პირველი ნაბიჯი გადავდგით

"გუნდს ჩემგან კომპლიმენტი! ბოლო თვეების განმავლობაში ვნება, ხასიათი გამოვამჟღავნეთ. გუნდის სულისკვეთებისგან სიამოვნება მივიღეთ. დებიუტში ბრემენს ბევრი რამის გაკეთება არ სურდა, მაგრამ როდესაც კაცნაკლული შემადგენლობით დავრჩით, ძალიან გაბედულად შეუტიეს. გუნდის მისამართით კრიტიკა არ იქნება. უნდა გავაცნობიეროთ ის, როგორ მიაღწია გუნდმა ამ წარმატებას. სიმარტოვეში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია, ამის გაკეთება მხოლოდ საერთო ძალებით არის შესაძლებელი. ამ ყველაფრის ცენტრში ყოფნა ძალიან კარგ ემოციებთან არის დაკავშირებული. Mia San Mia ამჟღავნებს იმ რწმენას, რომელსაც ეს გუნდი ფლობს. მოთამაშეები უმაღლეს დონეს ფლობენ, სამწვრთნელო შტაბი მათ ენდობა. ეს მიუნხენის ბაიერნია, გუნდი რომელიც ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავს. პირველი ნაბიჯი გადავდგით. შემდეგი მიზანი - გერმანიის თასის მოპოვება იქნება. მხოლოდ ერთი მატჩი იქნება. საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


17-06-2020