სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჩემპიონი გახდა!

პირველი წუთებიდან ბაიერნმა ბურთზე კონტროლის გამწესება და მომენტების შექმნა დაიწყო.

საგოლე მომენტი ბრემენსაც ჰქონდა. ბიტენკურის ჩაწოდების შემდეგ გებრე სელასიმ დაარტყა, მაგრამ კარებს ააცილა.

მეშვიდე წუთზე კინგზლი კომანმა კარებს ვერ გაარტყა.

ეგეშტაინმა კარების მიმართულებით დაარტყა, მაგრამ ააცილა. ნოიერი სიტუაციას აკონტროლებდა.

დეივისმა უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. სიმართლე რომ ითქვას კანადელი გასაძევი იყო.

კომანის თავური დარტყმა კარებს ასცდა.

სწრაფი მრავალსვლიანი შეტევა კიმიხმა დაასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და მანამდე გვერდითმა არბიტრმა ოფსაიდი დააფიქსირა.

საშუალო დისტანციიდან ბოატენგმა გაისროლა, პავლენკამ ბურთი დაიჭირა.

ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ ბოატენგის ჩაწოდების შემდეგ ბურთი გაიტანა, 0:1!


შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

ბოატენგის კიდევ ერთი გენიალური ჩაწოდება, მაგრამ მიულერმა ბურთს ფეხი კარგად ვერ მოახვედრა.

ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო, მაგრამ მანამდე გვერდითმა არბიტრმა მიულერზე ოფსაიდი დააფიქსირა. გოლი არ ჩაითვალა, 0:1.

რობერტის კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ კარებს ბურთი ააცილა.

ბრემენმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ ბოატენგმა ხიფათი გაანეიტრალა.

ნოიერმა ცენტრალური მცველივით ითამაშა. მეტოქის ფეხბურთელებს ორჯერ დაასწრო.

80-ე წუთზე არბიტრმა დეივისი გააძევა. ბაიერნი კაცნაკლული შემადგენლობით დარჩა.


კომანმა მშვენიერი ფანდები განახორციელა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმის მოგერიება შეძლო.

ორთაბრძოლაში ერნანდეზმა ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ ფრანგმა თამაშის გაგრძელება შეძლო.

ბრემენელებს კარგი მომენტი ჰქონდათ, დარტყმის შემდეგ ბურთი ბოატენგს ხელზე მოხვდა, მაგრამ პენალტი არ იყო რადგანაც მცველს ხელი მკერდზე ჰქონდა ამოფარებული.

ბოლო წუთებზე ნოიერმა სასწაული სეივი განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში 1:1 გახდებოდა.

ბაიერნმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ზედიზედ მერვე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! გილოცავთ!


17-06-2020