სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბრემენში ბაიერნისთვის ტიტულის გაფორმება რამე ახალი არ იქნებოდა. უკანასკნელი 13 ტიტულიდან 11 რეკორდმაისტერმა მეტოქეების სტადიონზე მოიპოვა. მაგრამ გასულ სეზონში ბაიერნმა ტიტული ალიანც არენაზე ფრანკფურტთან შეხვედრაში გაიფორმა (5:1).

ამ მომენტისთვის მიუნხენელები კოსმიურ ფეხბურთს დემონსტრირებენ. უკანასკნელი მარცხის მომენტიდან, პირველ წრეში გლადბახთან - 1:2, ბავარიელებმა 51 ქულიდან 49 მოიპოვეს (16 გამარჯვება და 0:0 ლაიპციგთან).

ბაიერნს ბრემენის წინააღმდეგ 21-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. ბუნდესლიგის დაარსებიდან ესეთი ხანგრძლივი სერია არც ერთ კლუბს არ აქვს.

ბრემენში ფლიქს მოხვედრა მწვრთნელების რიცხვში შეუძლია, რომლებსაც ჩემპიონატი უკვე მოგებული აქვთ. მაგრამ ფლიქს ისედაც საჩემპიონო მაჩვენებელი აქვს - საშუალოდ ერთ მატჩში 2,62 მოპოვებული ქულა. ბუნდესლიგის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

ბუნდესლიგის ისტორიაში ბაიერნი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 31 ტურში 92 ბურთი გატანა მოახერხა. წინა რეკორდი 90 ბურთი ასევე ბაიერნს ეკუთვნოდა (2012/13 წწ. სეზონში, ჰაინკესის ხელმძღვანელობით).

მანუელ ნოიერმა, ბუნდესლიგის ფარგლებში, ბრემენის წინააღმდეგ ჩატარებულ 23 შეხვედრაში 19 გამარჯვება მოიპოვა. კაპიტანს რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს. წარსულში ბუნდესლიგის ისტორიაში 20 მოგება მხოლოდ ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს, ოლივერ კანს და ზეპ მაიერს ჰქონდათ.

თომას მიულერი ბრემენთან უკვე 20 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (18 მოგება და 2 ფრე). არც ერთი სხვა ფეხბურთელი ბუნდესლიგის ფარგლებში ესეთ მაჩვენებელს არ ფლობს.


16-06-2020