სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს

საღამოს ბაიერნის ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად 3 ქულის აღება სჭირდება. გუნდში ყველა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. პირველი წრის შეხვედრაში რეკორდმაისტერმა ბრემენი ანგარიშით 6:1 გაანადგურა, არადა ბაიერნმა გოლი პირველმა გაუშვა.

დიდი ფსონი ლეონ გორეცკაზე გაკეთდება, რომელიც მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მეორე წრის განმავლობაში გორეცკამ უკვე 6 ბურთი შეაგდო.

საღამოს ბაიერნს ტრავმების გამო ნიკლას ზულე, კოკო ტოლისო, ტიაგო და ფილიპე კოუტინიო ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ხავი მარტინეზის, იოზუა ცირკცეს და ივან პერიშიჩის თამაში.

ბაიერნს რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი დაუბრუნდებიან, რომლებმაც გლადბახთან შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.


16-06-2020