სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ბრემენში მოტივირებული ვიქნებით. საქმეს სრული პროფესიონალიზმით მოვეკიდებით. შემადგენლობაში ორი ცვლილება გვექნება, რომლებიც ყველასთვის ცნობილია. დასკვნითი ვარჯიში ჩავატარეთ და ახლა დასასვენებლად 24 საათი დაგვრჩა. ყველა ფეხბურთელი 100%-ით მოტივირებულია. ოთხშაბათს საღამოს საქმის ბოლომდე მიყვანა გვსურს".

"ყველა მატჩის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. ყოველივე შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ოთხშაბათს საღამოს 3 ქულის აღება გვსურს. იმ შემთხვევაში თუ ეს გამოგვივა, მაშინ ჩემპიონები გავხდებით, რაც ორმაგად მშვენიერია. მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ ვფიქრობ".

"ბრემენი თავისუფალი სივრცეების ამოკეტვას ეცდება. მათ შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები გამოდიან, რომლებსაც კონტრშეტევებში ჩართვა შეუძლიათ. დეკემბერში ეს ნათლად დავინახეთ".

"გუნდი კარგ დონეს ფლობს, მაგრამ ტრავმების გამო შემადგენლობას სიღრმე აკლია. ყველა ფეხბურთელის თამაშში ჩართვა არ შეგვიძლია. ბაიერნი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვარჯიშობს. ეს წარმატების გარანტს გვაძლევს. მოთამაშეები ჩვენს განკარგულებებს კარგად ასრულებენ, კომპონენტების გასაუმჯობესებაზე ყოველთვის ვმუშაობთ. შესაბამისად, კმაყოფილი ვარ".

"ზულეს დაბრუნებას აგვისტოში ვგეგმავთ. ორშაბათს ზულემ და კოუტინიომ მეორე ტესტი გაიარეს. ხუთშაბათს ვარჯიშს დაუბრუნდებიან".

"მეტოქეზე ღრმა პრესინგს უკვე მათ ნახევარზე ვიწყებთ. ამ დროს ჩვენი მცველები უკვე მინდვრის ცენტრალურ ხაზთან იმყოფებიან. დაცვის ხაზის ოთხი ფეხბურთელი და ორი საყრდენი ერთმანეთთან კარგად არიან შეთამაშებულები. კომპაქტურობას და მაღალ პრესინგს ვინარჩუნებთ. ხშირი ტრავმიანობის მიუხედავად, გუნდი კარგ თამაშს დემონსტრირებს".


15-06-2020