სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები.

"სანჩესმა მომზადება კარგ დონეზე ჩაატარა. ახლო მომავალში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს".

"რენატოს უმაღლესი დონე გააჩნია. განვითარებას განაგრძობს. დღეს სახლში დაბრუნება ძალიან უხაროდა".

"16 მინდვრის ფეხბურთელი გვყავს, რაც განაცხადისთვის საკმარისია. ამის თაობაზე არ ვნერვიულობ და ამ ფაქტით თავის გამართლებას არ დავიწყებ".

"ბაიერნი დიდი ოჯახია. კლუბში ორი სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიგრძენი, რომ ოჯახის ნაწილი გავხდი".

"ტურნირში პირველი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ მოსაგებად ჩამოვედით. გამარჯვება მომდევნო შეხვედრებამდე საკუთარ ძალებში რწმენას აგვიმაღლებდა".

"ბენფიკა ძალიან სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. პორტუგალიური ლიგის ფლაგმანია. მაგრამ ბაიერნი სხვა პორტუგალიურ კლუბებზე მაღლა დგას. ბენფიკა მატჩს შეტევებში ჩაატარებს, რადგანაც ტურნირის სტარტზე გამარჯვების მოპოვებას ეცდება".


18-09-2018