სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

წინ საჩემპიონო მატჩია!

"ჩემპიონის ტიტულის გაფორმება რაც შეიძლება ადრე გვსურს. გასულ მატჩში გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა", განაცხადა იოზუა კიმიხმა.

"ბრემენში მოგება ჩვენთვის დასახული მიზანი იქნება. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გლადბახთან გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. სამწვრთნელო შტაბი გუნდის მიერ ნაჩვენები ხასიათით აღფრთოვანებულია. სამშაბათისთვის ბაიერნი 100%-ით მზად იქნება", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.

"3 დღეში ერთხელ თამაში ბევრი ძალის დახარჯვასთან არის დაკავშირებული. მენტალურად ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა იმყოფებოდე. ბოლო შეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებებით ამაყები ვართ", თქვა სერჟ გნაბრიმ.

სამშაბათის შეხვედრაში გუნდს საუკეთესო ბომბარდირი (30 გოლი) და გადაცემების საუკეთესო შემსრულებელი დაუბრუნდებიან (20 ასისტი). საუბარია რობერტ ლევანდოვსკიზე და თომას მიულერზე.

"ბაიერნს ორი სასარგებლო მოთამაშე დაუბრუნდება. რა თქმა უნდა, ვერხცლის სინის სახლში ჩამოტანა გვსურს", აღნიშნა ლეონ გორეცკამ.


15-06-2020