სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა რთული გამარჯვება მოიპოვა

მატჩის დებიუტი ტიურამის ტრავმით დამახსოვრდა. ფრანგი ემბოლომ შეცვალა.

რამდენიმე წუთში ბაიერნმა კარგი მრავალსვლიანი შეტევა გაათამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე კუიზანსი გაიყვანეს, მაგრამ ფრანგმა კარებს ააცილა.

ოფსაიდის გამო ჰოფმანის გოლი არ ჩაითვალა. ნოიერი უძლური იყო.

ერნანდეზს 100%-ანი მომენტი ჰქონდა, ზომერმა დარტყმა მოიგერია.

ახლო დისტანციიდან ნოიერმა ემბოლოს თავური დარტყმა მოიგერია. გამეორებითი დარტყმა კარებს ასცდა.

26-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ზომერის კატასტროფული შეცდომის შემდეგ ცირკცემ ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

37’ პავარმა პასივში ავტოგოლი ჩაიწერა, 1:1...

თითქმის ეგრევე მშვენიერი შესაძლებლობა კუიზანს ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარებს ასცდა.

ტაიმის მიწურულს პერიშიჩის თავური დარტყმა ზომერმა აიღო.


შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, 1:1.

მეორე ნახევარი გლადბახის სახიფათო შეტევით დაიწყო, ნოიერმა ბურთი ვერ შეიკავა, მაგრამ ნახტომში ფეხით მოგერიება მოახერხა.

მეტოქის კიდევ ერთი შეტევა, მაგრამ ამჯერად ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

გლადბახი უპირატესობას ფლობს და ნოიერის კარებს უტევს, მაგრამ მანუელი ყველა დარტყმა ცივსისხლიანად იგერიებს.

ტაიმის შუაში მინდორზე კომანი და დეივისი შემოვიდნენ, გასახდელში ერნანდეზი და კუიზანსი წავიდნენ.

პავარის თავური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა.

გნაბრის სახიფათო დარტყმა, მაგრამ გლადბახი ზომერმა გადაარჩინა.


79-ე წუთზე ცირკცეს ნაცვლად მინდორზე ვრიდტი გამოვიდა.

86’ რთული მატჩის მიუხედავად ბაიერნმა გლადბახს მეორე ბურთი გაუტანა. გოლი საკუთარ ანგარიშზე ლეონ გორეცკამ მიითვალა.


მატჩის მიწურულს მარტინეზი გამოჩნდა.

ბაიერნმა რთული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. სამშაბათს ბრემენში რეკორდმაისტერი ვერდერს შეხვდება.


13-06-2020