სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს მორიგი რეკორდის დამყარება შეუძლია

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 30 ტურის შემდეგ ბაიერნს 90 გოლი დაუგროვდა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში რეკორდმაისტერი 3 ბურთს იტანს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ესე გაგრძელდება ჩემპიონატის ბოლოდ ბაიერნი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს, რომელიც 101 გატანილ ბურთს შეადგენს (1971/72 წწ. სეზონში).

საღამოს რეკორდმაისტერს ტიაგო გამოაკლდება, რომელსაც საზარდულის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. ესპანელი ნახევარმცველი 3 კვირას გამოტოვებს. დისკვალიფიკაციის გამო ბაიერნს ლევანდოვსკი და მიულერი ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გნაბრის თამაშიც. მინდორზე ასევე ზულეს, კოუტინიოს და ტოლისოს ვერ ვიხილავთ.

მიმდინარე ტურში ბაიერნს მორიგი ჩემპიონის ტიტული გაფორმება შეუძლია. ამისთვის, გასვლაზე დორტმუნდი დიუსელდორფთან უნდა დამარცხდეს, ბაიერნმა კი გლადბახს მოუგოს.


13-06-2020