სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

როზე: იღბალი დაგვჭირდება

"ბაიერნის წინააღმდეგ თამაშის დროს მეტოქეს სირთულეები უნდა შეუქმნა. ეს ეხება როგორც ბურთის ფლობის დროს, ასევე უბურთოდ თამაშისას. სათამაშო ყველა ფაზის განმავლობაში მიუნხენელები ძალიან აქტიურები არიან. უბურთოდ ყოფნისას ძალიან ინტენსიურად გადაადგილდებიან, კონტრპრესინგში ძლიერები არიან, შეტევის ხაზში ძალიან მწვავედ თამაშობენ. ამ ყველაფერთან გასამკლავებად ყურადღებიანი თამაში გვმართებს. პირველივე წუთებიდან გაბედულები უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, იღბალიც დაგვჭირდება, იმისთვის რომ მიუნხენიდან ქულების წამოღება შეგვეძლოს", თქვა გლადბახის თავკაცმა მარკო როზემ.


საღამოს გლადბახს პლეა ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მატჩს ტრავმის გამო ზაქარია გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჯონსონის თამაშიც. გუნდს ემბოლო დაუბრუნდება.


13-06-2020