სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ალაბას აქტივში 263 ჩატარებული მატჩია. გლადბახთან შეხვედრაში მონაწილეობის შემთხვევაში დავიდი ავსტრიელ ლეგიონერებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით ანდრეას ჰერცოგს გაუტოლდება.

ბუნდესლიგაში ბაიერნის მოგებათა სერია უკვე 9 მატჩს შეადგენს. კლუბის რეკორდი ზედიზედ მოგებულ 10 შეხვედრას შეადგენს (2017/18 წწ. იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით).

ფლიქის ხელმძღვანელობით ბაიერნი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.60 ქულას იღებს. ამ მაჩვენებლის მიხედვით 55 წლის მწვრთნელმა იუპ ჰაინკესს უკვე გადაუსწრო. ტრიპლეტის გამარჯვებული საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.59 ქულას იღებდა. გერმანიის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში ფლიქის ხელმძღვანელობით ბაიერნმა 17 მოიგო, 2 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. უფრო კარგი შედეგი მხოლოდ გუარდიოლას ჰქონდა (20 მატჩიდან 18 გამარჯვება).

30 ტურის შემდეგ გატანილი 90 გოლით ბაიერნმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ერთ შეხვედრაში საშუალოდ 3 გოლი გამოდის. ჩემპიონატის რეკორდი 34 ტურში 101 გოლია, რომელიც ასევე ბაიერნს ეკუთვნის (1971/72 წწ. სეზონში).

მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში ლევერკუზენთან შეხვედრაში ბაიერნმა უკვე მეთორმეტედ მინიმუმ 4 ბურთი შეაგდო. უკანასკნელ იგივე შტუტგარტს გამოუვიდა (1996/97 წწ. სეზონში, ასევე 12 გამარჯვება). ბუნდესლიგის რეკორდი 13 მატჩს უდრის, რომელიც ასევე ბაიერნს ეკუთვნის (1973/74 წწ. სეზონში, უდო ლატეკის ხელმძღვანელობით).

შაბათს საღამოს ჩატარებულ უკანასკნელ 3 ტოპ შეხვედრაში ბაიერნმა 3 გამარჯვება მოიპოვა. შალკეს, ფრანკფურტს და დიუსელდორფს მიუნხენელებმ 5-5 ბურთი გაუტანეს.

ყურადღება! გლადბახი უკანასკნელი გუნდია, რომელმაც ბაიერნს მოუგო. მე-14 ტურში საკუთარ კედლებში გლადბახმა 2:1 გაიმარჯვა. საერთო ჯამში ბაიერნმა გლადბახთან უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 წააგო. ამავდროულად გლადბახმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (უნიონთან 4:1) . გლადბახი ორჯერ დამარცხდა, ეს იგივე მაჩვენებელია, რაც უკანასკნელ ჩატარებულ 11 მატჩში.


12-06-2020