სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"იდეალური თამაში არ არსებობს. მუდმივად პროგრესირება გვსურს. ოთხშაბათს გუნდს დაღლა ეტყობოდა. ეს უნდა მივიღოთ. 2020 წელს გუნდი მშვენიერ თამაშს დემონსტრირებს. განვითარების გაგრძელება გვინდა. წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც მომდევნო ნაბიჯის გადადგმაც საჭიროა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია"

"ტიაგოს საზარდულის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. 3 კვირას გამოტოვებს. შეიძლება თასის ფინალისთვის მწყობრს დაუბრუნდეს".

"გნაბრიმ საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა. შეიძლება მინდორზეც გამოვიდეს".

"ცირკცე კარგი სიმაღლის არის, ამავდროულად ძალიან მოძრავია. კარგ დარტყმას ფლობს. ბურთის დაჭერა შეუძლია. ეს ზუსტად ის თვისებებია, რომლებიც გუნდის ფორვარდი უნდა ფლობდეს. ცირკცე კარგ გზას ადგას, შაბათს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია".

"ბოლო წლების განმავლობაში გლადბახში ბევრი რამ სწორედ გაკეთდა. მარკო როზეს ფეხბურთის საკუთარი მხედველობა აქვს. საკუთარ საფირმო სტილს ფლობს. საინტერესო გუნდი ჰყავს, რომელიც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და კარგ კონტრპრესინგს დემონსტრირებს. ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ".

"მომდევნო კვირაში საერთო ჯგუფს ნიკლას ზულე და ფილიპე კოუტინიო დაუბრუნდებიან. მანამდე ორი ტესტი აქვთ ჩასატარებელი. წარმატების შემთხვევაში ბრემენთან მატჩის შემდეგ ორივეს ეტაპობრივად დიდ ფეხბურთში დავაბრუნებთ. კოკო ტოლისოს ყველაფერი რიგზე აქვს. აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს".


12-06-2020