სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანუელ ნოიერის წინა სამატჩო კომენტარები

"მცველებმა სეფეროვიჩის თამაში კარგად შეისწავლეს. ფორვარდის ძლიერი მხარეების განეიტრალებას ეცდებიან. საჯარიმოს ფარგლებში ძალიან სახიფათოა. კონცენტრაცია არ უნდა გავფლანგოთ".

"2016 წლის მატჩებს ახლანდელთან ვერ შევადარებ, რადგანაც ის შეხვედრები პლეიოფში ჩატარდა. საკუთარ ძალებში რწმენა გაგვაჩნია, მაგრამ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. იმედია, ტურნირს გამარჯვებით დავიწყებთ".

"ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, მაგრამ გუნდის შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. მწვრთნელთან კარგად ვთანამშრომლობთ, რაც ბუნდესლიგაში წარმატებულ სტარტზე აისახა. ახლა ვნახოთ, ევროსარბიელზე გამოსვლა რას მოგვიტანს".

"კოვაჩმა საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტისთვის მზად არის, ამაში ეჭვი არ მეპარება".

"სანჩესმა წინა სასეზონო მომზადება კარგად ჩაატარა. ახალგაზრდა ასაკში ბაიერნში ფეხის მოკიდება რთული ამოცანაა. კარგ გზას ადგას, გუნდს დახმარებას გაუწევს".

"ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურს. დანარჩენი გუნდები მეორე საფეხურისთვის იბრძოლებენ".

"2008 წელს შალკეს რიგებში პორტუს წინააღმდეგ ვითამაშე. შეიძლება ითქვას, რომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე. მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ".


18-09-2018