სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის ფინალში გავიდა

მატჩის დებიუტში კარგი მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ თომასის თავური დარტყმის შემდეგ მცველმა ბურთი კარების ხაზიდან გამოიტანა.

ბაიერნი არ გაჩერებულა. საგოლე მომენტი კიმიხის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ ფეხი ბურთს ვერ მოახვედრა.

მეცამეტე წუთზე რეკორდმაისტერმა თავისას მიაღწია. ახლო მანძილიდან პერიშიჩმა ბურთი თავური დარტყმის შემდეგ შეაგდო, 1:0!

25’ კომანმა დეივისის გადაცემის შემდეგ ბურთი ცარიელ კუთხეში ვერ გადააგზავნა. ფრანგს ანგარიში უნდა გაეზარდა.

ცოტა ხანში კომანმა ისევ ერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. კინგზლიმ ბურთი კარების ზემოდან ააცილა.

საშუალო დისტანციიდან როდემ გაისროლა, არაზუსტად.

ლევანდოვსკიმ საკუთარი თავისთვის მომენტი შექმნა, მაგრამ მისი დარტყმა ტრაპმა კუთხურზე მოიგერია.

41’ მრავალსვლიანი შეტევა პერიშიჩის დარტყმის შემდეგ კუთხურით დასრულდა.

შესვენების დაწყებამდე ანგარიში არ შეცვლილა. ერთადერთი გოლი პერიშიჩის ანგარიშზეა.


69’ ფრანკფურტმა ანგარიში გაათანაბრა, ბურთი დაკოსტამ გაიტანა.

73’ მიულერის სახიფათო დარტყმა ტრაპმა მოიგერია.

თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ ბურთი შეაგდო, მაგრამ არბიტრმა ოფსაიდის გამო ჯერ არ ჩათვალა, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ კარების აღება დააფიქსირა, 2:1!

87’ მიულერი და ლევანდოვსკი კონტრშეტევაში გაიქცნენ, მაგრამ მეტოქის დაცვის ხაზმა მომენტი გაანეიტრალა.

მეორე ტაიმში პრობლემების მიუხედავად ბაიერნმა ფინალის საგზური მოიპოვა. 4 ივლისს ბერლინში რეკორდმაისტერი ლევერკუზენს დაუპირისპირდება.


11-06-2020