სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ალიანც არენაზე ფრანკფურტს თამაში უჭირს. საკუთარ კედლებში ბაიერნი ამ მეტოქესთან უკვე 15 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება - 14 გამარჯვება და ფრე (ყველა ბუნდესლიგაში). უკანასკნელი 11 შეხვედრა მიუნხენელებმა საერთო ანგარიშით 38:6 მოიგეს.

მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში ბაიერნმა შალკეს ანგარიშით 1:0 სძლია. ამით მიუნხენელებმა საკუთარი რეკორდული მაჩვენებელი გაახანგრძლივეს. ბაიერნი ნახევარფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა. წარსულში ამ მაჩვენებლისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია. აქედან შვიდჯერ ბაიერნი ფინალში გადიოდა.

უგოლო ფრეს ნაკლებად უნდა ველოდოთ. მიუნხენელები უკანასკნელ 21 სათასო შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდენ. ფრანკფურტის იდენტური მაჩვენებელი - 15 მატჩს უდრის.

იმ შემთხვევაში თუ საღამოს ბაიერნმა ნულზე ითამაშა, მაშინ ნოიერს თასის ფარგლებში 33 „მშრალი“ მატჩი ექნება და ამ მაჩვენებლით მანუ ოლივერ კანს გაუტოლდება.

ბაიერნს გერმანიის თასი 19 ჯერ აქვს მოპოვებული, რაც აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს. ფრანკფურტს თასი 5 ჯერ აქვს მოგებული და საერთო სიაში მესამე ადგილს იკავებს (ბრემენს 6 ჯერ აქვს მოპოვებული).

თომას მიულერი გერმანიის თასის ნახევარფინალში მონაწილეობას მეათეჯერ მიიღებს. ტურნირის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ამ შეხვედრაში ბაიერნის ვეტერანს 7 ბურთი აქვს გატანილი. გამარჯვების შემთხვევაში მიულერი ზეპ მაიერს და გერდ მიულერს გაუტოლდება. თასის ფარგლებში სამივეს 47 მოგებული მატჩი ექნებათ.


10-06-2020