სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მიკაელ კუიზანს კუჭის ინფექცია აქვს. ოთხშაბათს საღამოს მატჩს გამოტოვებს. დანარჩენი ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან".

"ფრანკფურტს სათასო შეხვედრების დიდი გამოცდილება გააჩნია. უმაღლესი დონის გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და იბრძვის. მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ და ბურთზე დაუღალავად ნადირობენ. თამაში უმაღლესი კონცენტრაციით გვმართებს. შეცდომების დაშვება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ".

"ტიაგოს მცირე პრობლემები აწუხებს, მაგრამ სათამაშოდ მზად არის. ფეხბურთელებს დაღლა არ ეტყობათ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება როტაციის პრინციპს მივმართო".

"გორეცკა პროგრესს განიცდის. ამას კუნთების მასის მომატებასთან არ ვაკავშირებ. უბურთოდაც მშვენიერი დინამიკა გააჩნია. აგრესიულია, რის დახმარებითაც ბურთს ხშირად ართმევს".

"ამ მომენტისთვის ალფონსო დეივისი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. სიჩქარის გარდა დაცვაშიც კარგად გამოიყურება. მისი თამაში გუნდისთვის სასარგებლოა. ახლა კიდევ შედეგიან გადაცემებს ასრულებს და ბურთებსაც იტანს. სწორ გზას ადგას. ალფონსო ახალგაზრდაა და მას სწავლა სურს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა".


09-06-2020