სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

LewanGOALski გერდ მიულერის კვალით

90 გოლი - 30 ტურში, ბუნდესლიგის ისტორიაში ბაიერნის გარდა ამ მაჩვენებლისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია. გატანილი ბურთების მესამედი ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ლევერკუზენთან გასვლით მატჩში ბომბარდირმა პირადი ანგარიში შეივსო.

გასულ შეხვედრაში რობერტის გოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრებული იყო, რადგანაც ბაიერნმა ანგარიში 4:1-მდე გაზარდა. 66-ე წუთზე მიულერის მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ ბურთი თავური დარტყმით კარებში გადააგზავნა.

მიმდინარე ჩემპიონატში ლევანდოვსკის უკვე 30 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლისთვის პოლონელმა ორჯერ მიაღწია: 2015/16 წწ. სეზონში და 2016/17 წწ. სეზონში. მაგრამ ამჯერად ლევანდოვსკის 30 ბურთი არა ჩემპიონატის ბოლოს დაუგროვდა, არამედ 30 ტურის შემდეგ. პოლონელამდე ამის გაკეთება მხოლოდ გერდ მიულერმა მოახერხა (1972/73 წწ. – 33 გოლი).

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ლევანდოვსკის უკვე 44 გოლი დაუგროვდა, რაც მისთვის პირად რეკორდს წარმოადგენს. წინა რეკორდი, რომელიც 43 გოლს შეადგენდა, 3 წლის განმავლობაში არსებობდა. ოთხშაბათს, ფრანკფურტის წინააღმდეგ სათასო შეხვედრაში, ბომბარდირს ამ მშვენიერი მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნება.


07-06-2020