სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: "შეტევაზე გადასვლა გვსურს"

"ძალიან მოტივირებულები ვართ. ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის და წინა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ნახევარფინალის შემდეგ შეტევაზე გადასვლა გვსურს. ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც დიდ მოტივაციას გვაძლევს", აღნიშნა თომას მიულერმა.

ოთხშაბათს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის უნივერსალი საიუბილეო 100-ე შეხვედრას გამართავს. მიუნხენური კლუბის რიგებში უფრო მეტი მატჩი მხოლოდ ფილიპ ლამს (112) და ოლივერ კანს (103) დაუგროვდათ.

"ეს მხოლოდ შუალედური მაჩვენებელია. თამაშს კიდე ვაპირებ", გააკეთა მოკლე კომენტარი მიულერმა.

"ჩემპიონთა ლიგაზე იგივე სტარტის აღება გვმართებს, როგორც ეს ბუნდესლიგაში გამოგვივიდა. იმედი მაქვს, რომ ჯგუფურ სტადიას გამარჯვებით დავიწყებთ. მშვენიერ ჯგუფში მოვხდით, საინტერესო მეტოქეები გვყავს. მომდევნო მატჩებით მოხარულები ვართ", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


18-09-2018