სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი დე ბროინეს დაეწია

ლევერკუზენთან შეხვედრაში თომას მიულერმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ასისტები ლევანდოვსკის და გორეცკას გაუკეთა. მიმდინარე ჩემპიონატში 30 წლის შემტევს 20 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით კევინ დე ბროინეს გაუტოლდა. ამ რეკორდის დასამხობად მიულერს კიდევ რამდენიმე მატჩი აქვს.

საერთო ჯამში მიმდინარე ჩემპიონატში თომასს გოლ+პასის სისტემით უკვე 27 ქულა (7 გოლი და 20 ასისტი) დაუგროვდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია.

სამწუხაროდ, შემდეგ ტურს მიულერი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. 30 წლის ფეხბურთელმა ლევერკუზენთან შეხვედრაში მეხუთე გაფრთხილება მიიღო. მიულერთან ერთად გლადბახის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრას იდენტური პრობლემის გამო ლევანდოვსკიც გამოტოვებს.


07-06-2020