სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა

მატჩი ლუკას ალარიოს გოლით დაიწყო... გატანილი ბურთი მსაჯმა ჯერ არ ჩათვალა, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ კარების აღება დააფიქსირა. ლევერუზენი წინ გავიდა, 1:0.


საშუალო დისტანციიდან კომანმა დაარტყა, მაგრამ ძალზედ არაზუსტად.

გაშვებული ბურთის შემდეგ ბაიერნი გააქტიურდა, მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა.

კომანმა და ლევანდოვსკიმ მიულერის გადაცემის შემდეგ მომენტი შექმნეს, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა.

გორეცკას მშვენიერი ართმევის და გადაცემის შემდეგ კომანმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1! გერმანელმა ფრანგი ერთი ერთზე გაიყვანა.

დეივისმა სისწრაფის ხარჯზე ბაიერნის დაცვის ხაზი გადაარჩინა. ფარმაცევტებმა სახიფათო კონტრშეტევა შექმნეს.

დიაბიმ გაისროლა, ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

ლევანდოვსკის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე გორეცკამ ისევ გაიბრწყინა. ლეონმა შედეგიანი გადაცემის შემდეგ ბურთიც გაიტანა, 1:2!


100%-ანი მომენტი გნაბრიმ ვერ გამოიყენა. სერჟმა ბურთი მეკარეს გაარტყა.


მაგრამ გნაბრიმ საკუთარი შეცდომა მომდევნო შეტევაში გამოასწორა და ანგარიში 1:3-მდე გაზარდა!

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მომენტი დიაბის ჰქონდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

ლამაზი კონტრშეტევის შემდეგ დასკვნითი დარტყმა მიულერმა შეასრულა, მაგრამ თომასმა კარებს ააცილა.

სასტარტო წუთებზე აქტიურობის შემდეგ თამაშმა პოზიციური ბრძოლის ხასიათი მიიღო.

დეივისის გადაცემის შემდეგ კომანმა ბურთი ვერ გააჩერა, მცველმა ბურთი კუთხურზე მოიშორა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეკარემ მიულერის თავური დარტყმა აიღო.

დიაბიმ ლამაზი დრიბლინგი შეასრულა, დარტყმა კი ნაკლებად გამოუვიდა.

ხელსაყრელი მომენტი გნაბრიმ ვერ გამოიყენა. კომანმა მას მშვენიერი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ სერჟმა კარებს ზემოდან ააცილა.

რაც გნაბრის ვერ გამოუვიდა ლევანდოვსკიმ მშვენივრად შეასრულა, 1:4! პოლონელმა ბურთი თავური დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმის შუაში მინდორზე ტიაგო და მარტინეზი გამოვიდნენ. გასახდელში გორეცკა და გნაბრი წავიდნენ.

დიაბის აქტიურობის შემდეგ ნოიერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.


მატჩის მიწურულს ვიცმა ლამაზი ბურთი გაიტანა, 2:4.

რეკორდმაისტერმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. წინ თასის ნახევარფინალია, რომელშიც 10 ივნისს ალიანც არენაზე ბაიერნი ფრანკფურტს უმასპინძლებს.







06-06-2020