სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის შეტევა ძალიან ნაყოფიერია

ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით ბაიერნის შეტევის ხაზი ძალიან ნაყოფიერი გახდა. ფლიქის მოსვლის შემდეგ რეკორდმაისტერმა ჩატარებულ 19 შეხვედრაში 61 ბურთი შეაგდო, რაც ბუნდესლიგის ახალ რეკორდს წარმოადგენს. საშუალოდ ერთ მატჩში მიუნხენელები 3,2 ბურთს იტანენ, რაც ბაიერნის ყველა მწვრთნელის შორის ყველა მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე სეზონის 25 მატჩში რეკორდმაისტერმა 80 გოლი მიითვალა!

შაბათის შეხვედრას ტრავმირებულები ნიკლას ზულე, კოკო ტოლისო და ფილიპე კოუტინიო გამოტოვებენ. გუნდს ტიაგო დაუბრუნდა, მაგრამ ნახევარმცველის მინდორზე გამოსვლის ბედს მატჩის წინ გადაწყვეტენ.


06-06-2020