სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გუნდებმა ერთმანეთთის წინააღმდეგ 81 შეხვედრა გამართეს. ბაიერნის გამარჯვებით 41 მატჩი დასრულდა ( 16 ფრე და 18 მარცხი). აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენს ორი წინა შეხვედრა მოგებული აქვს. სამჯერ ზედიზედ ბაიერნი ჯერ არც ერთ გუნდს არ დაუმარცხებია.


გასულ უქმეებზე ბაიერნმა ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო. უკანასკნელად მსგავსი სერია მიუნხენელებს იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით 2017/18 წწ. სეზონში ჰქონდათ (ზედიზედ 10 მოგებული მატჩი).


შაბათის შეხვედრა ორ ბაიერნელისთვის საიუბილეო გახდება. ბუნდესლიგის ფარგლებში ტიაგო 150-ე მატჩს გამართავს, გორეცკა კი 50-ეს ბაიერნის მაისურში.

მეორე წრის 12 შეხვედრაში ბაიერნმა 34 ქულა დააგროვა, რაც ბუნდესლიგის რეკორდია! კლუბის ისტორიაში ეს მეორე მაჩვენებელია. საუკეთესო მეორე წრე მიუნხენელებს 2012/13 წწ. სეზონში ჰქონდათ (36 ქულა).


29 ტურში - 29 გოლი! ლევანდოვსკიმ პირადი რეკორდი უკვე დაამყარა. ბუნდესლიგის ისტორიაში 29 ტურის შემდეგ უფრო მეტი გატანილი ბურთი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა (34 გოლი, 1971/72 წწ. სეზონში). პოლონელს ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 43 გოლი დაუგროვდა, რაც მისი 2016/17 წწ. სეზონის მაჩვენებლის გამეორებაა. საშუალოდ ლევანდოვსკი ბურთს 75 წუთში ერთხელ იტანს.


ბაიერნი ტურის ცენტრალურ შეხვედრას ცხრილის ლიდერის სტატუსში ხვდება. ლევერკუზენს სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანთან უკანასკნელი 4 მატჩი აქვს წაგებული. საერთო ჯამში „ფარმაცევტებს“ ლიდერის წინააღმდეგ უკანასკნელ 7 შეხვედრაში მოგება მოპოვებული არ აქვთ.


06-06-2020