სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"იმ შემთხვევაში თუ ტიაგო ჯანმრთელია - სასტარტო შემადგენლობის სტაბილური წევრია. თავისი თვისებების დახმარებით ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია. მაგრამ შაბათის მატჩის შემადგენლობის შესახებ ბევრი საუბარი არ მსურს. საყრდენ ზონაში კიმიხი და გორეცკა ძალიან კარგად გამოიყურებიან. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასევე როგორც ტიაგოს გამოჯანმრთელებით".

"ხავი მარტინეზს კონტრაქტის მიხედვით სათამაშოდ კიდევ ერთი წელი აქვს. როდესაც ჯანმრთელია, მასზე დაყრდნობა 1000%-ით შეიძლება. ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაში მისი თვისებების გამოყენება შეგვიძლია. დორტმუნდთან შეხვედრაში მან საკუთარი ფუნქციები კარგად შეასრულა. მომდევნო კვირების განმავლობაში ბევრი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. ყველა ფეხბურთელი დაგვჭირდება".

"შეტევის ხაზში აქტიურად ვმოქმედებთ. გვსურს, რომ ჩვენს თამაშში დინამიკა შეინიშნებოდეს, როგორც ბურთთან ასევე უბურთოდ. ბურთის მიღების შემთხვევაში, პირველივე აზრი შემტევ ხასიათს მიეკუთვნება. ძალიან გუნდურად ვმოქმედებთ. მოხარული ვარ, რომ პავარმა და დეივისმა მნიშვნელოვანი ბურთები გაიტანეს".

"ინგლისური" კვირის დაწყების წინ გუნდი ძალიან კონცენტრირებულია. დასკვნით ვარჯიშზე ყველამ ძალიან კარგად იმუშავა. ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ჩასატარებელი მეხუთე მატჩი გვაქვს, რომელშიც წარმატების მიღწევა გვსურს. თავისმართლებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კვირის განმავლობაში სამი შეხვედრის ჩასატარებლად საკმაოდ ძალა გაგვაჩნია".


05-06-2020