სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტიაგო საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

კარგი სიახლეები გუნდისგან! ტიაგო ვარჯიშებს საერთო ჯგუფთან ერთად დაუბრუნდა. ნახევარმცველმა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო 3 კვირა გამოტოვა. ესპანელმა ვარჯიშზე მთლიანი 100 წუთი იმუშავა.


ლიუკა ერნანდეზმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ფრანგმა დიუსელდორფთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომლის გამო მას მინდვრის დატოვება მოუწია. აღდგენით პროცესს ასევე ნიკლას ზულე და ფილიპე კოუტინიო გადიან.

ვარჯიშზე გუნდი ორ ჯგუფად იყო დაყოფილი, რომლებიც კოორდინაციას და გადაცემების სიზუსტეს ამუშავებდნენ. ბოლოსკენ ფეხბურთელებმა ინტენსიური გარბენა განახორციელეს. ბაიერნი ლევერკუზენთან შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც შაბათს 6 ივნისს მეტოქის სტადიონზე გაიმართება.


03-06-2020