სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი უნიკალური რეკორდის მფლობელია

ფორტუნასთან შეხვედრაში ბაიერნმა გატანილი ბურთების რაოდენობა 86-მდე გაზარდა. ბუნდესლიგის 57 წლიანი ისტორიაში ეს რეკორდული მაჩვენებელია. ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 19 შეხვედრაში გუნდმა 61 ბურთი შეაგდო. ესეთი შედეგისთვის არც ერთ სხვა ბუნდესლიგის მწვრთნელს ამ რაოდენობის მატჩების პერიოდში არ მიუღწევია.

რობერტ ლევანდოვსკიმ ფორტუნას წინააღმდეგ გამართულ მეექვსე შეხვედრაში, როგორც იქნა, ბურთი გაიტანა. პოლონელმა დუბლი მიითვალა. ლევანდოვსკი უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა. თავდასხმელს მიმდინარე გერმანიის ჩემპიონატის ყველა მონაწილე გუნდისთვის ბურთი აქვს გატანაილი.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ უკვე 43 გოლი მიითვალა, რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებას ნიშნავს. ამ შედეგს პოლონელი 2016/17 წწ. სეზონში მიაღწია.


31-05-2020