სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დიუსელდორფი გაანადგურა

მატჩი დეივისის გამჭოლი გადაცემით დაიწყო, მაგრამ ლევანდოვსკი ბურთს ვერ მიწვდა და მანამდე მსაჯმა კანადელზე იფსაიდი დააფიქსირა.

ლევანდოვსკი ერთი ერთზე გაიყვანეს, მაგრამ პოლონელმა მეკარესთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია.

ვარდნაში ლიუკა ერნანდეზმა მეტოქის სახიფათო კონტრშეტევა გაანეიტრალა.

ბაიერნის აქტიურობამ ფორტუნას ბოლო მოუღო. მეტოქის ფეხბურთელმა პავარის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებში ჩაჭრა, 1:0!

პარტნიორები გადაცემებით საჯარიმოში ლევანდოვსკის ეძებდნენ, მაგრამ მათ გადაცემებს სიზუსტე აკლდათ.

კარამანმა მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო. მან ერნანდეზსთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია.

კარგი მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ პავარმა ფორტუნას კარები მეორედ აიღო. ფრანგმა ბურთი თაური დარტყმით შეაგდო, 2:0!

ფორტუნამ მომენტი შექმნა, ბაიერნის დაცვის ხაზმა ხიფათი გაანეიტრალა.

გარღვევის შემდეგ საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ გაისროლა, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

როგორც იქნა, ლევანდოვსკიმ ფორტუნას გაუტანა, 3:0! ამ გოლის შემდეგ პოლონელს მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდისთვის ბურთი აქვს გატანილი!


მეორე ტაიმზე მინდორზე მიკაელ კუიზანსი გამოვიდა. ფრანგმა მეორე ფრანგი ერნანდეზი შეცვალა. კიმიხი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.


მეორე ტაიმი ასევე რეკორდმაისტერის უპირატესობით დაიწყო, რაც ლევანდოვსკის მეორე გოლით დაგვირგვინდა. პოლონელმა ბურთი ლამაზი ფანდით შეაგდო, 4:0!

თითქმის ეგრევე დეივისმა ანგარიში 5:0-მდე გაზარდა! კანადელმა ბურთი მცველებთან ბრძოლის და გარღვევის შემდეგ შეაგდო.

პავარმა გაისროლა, ფორტუნას მეკარემ გუნდი გაადარჩინა. ბურთი კუთხურზე გადავარდა.

მეტოქის შეტევა, არაზუსტი თავური დარტყმით დასრულდა. მომენტი საგოლე იყო.

ხელსაყრელი სიტუაციიდან მიულერმა ააცილა, თომასს გადაცემა ალაბამ გაუკეთა.

მინდორზე ოდრიოცოლა და პერიშიჩი გამოჩნდენ, გასახდელისკენ კომანი და პავარი მიეშურნენ.

ლევანდოვსკის კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელის ორივე დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ცირკცემ მიულერი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ახალი წესის მიხედვით მწვრთნელებს 5 შეცვლის გაკეთება შეუძლიათ.


ბუნდესლიგაში დებიუტი ბატისტა მაიერმა იზეიმა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერჟ გნაბრი შეცვალა.


მატჩის დასრულებამდე მიუნხენელები მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. შემდეგ შაბათს ბაიერნი გასვლაზე ლევერკუზენს დაუპირისპირდება.


30-05-2020