სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ამ მომენტისთვის ბაიერნი შეუჩერებელია: ჰანზი ფლიქის გუნდი ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის განახლების შემდეგ სამივე მატჩი მოიგო. საერთო ჯამში რეკორდმაისტერმა მეორე წრეში 33 ქულიდან 31 მოიპოვა. წარსულში უფრო წარმატებული სტატისტიკა მხოლოდ ტრიპლეტის წელს ჰქონდა (33-დან 33).

მეორე წრეში რეკორდმაისტერმა ნულზე უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა. 2020 წელს ბაიერნმა მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. მიმდინარე ჩემპიონატში ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა.

შაბათს საღამოს ბაიერნი და ფორტუნდა ერთმანეთის წინააღმდეგ საიუბილეო 50-ე მატჩს ჩაატარებენ. სტატისტიკა მიუნხენელების სასარგებლოდ არის: 29 გამარჯვება, 10 ფრე და 10 მარცხი. უკანასკნელ 17 მატჩში ბაიერნი ფორტუნა მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (13 მოგება და 3 ფრე). 1991 წლის აპრილში ფორტუნამ ბაიერნი ოლიმპიაშტადიონზე დაამარცხა (1:0).

ბოლო 6 მატჩში მიუნხენელები ფორტუნას მინიმუმ 3 ბურთს უტანდნენ (სულ - 24 გოლი). უფრო გრძელი იდენტური სერია ბაიერნს მხოლოდ ბილეფელდის წინააღმდეგ ჰქონდა (1982-85, 7 მატჩს შეიცავდა).

რობერტ ლევანდოვსკის კარიერის განმავლობაში ბურთი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა კლუბისთვის აქვს გატანილი. გამონაკლისი მხოლოდ ფორტუნაა. პირველი წრის მატჩში ბაიერნმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა, მაგრამ ლევანდოვსკიმ მინდორი უგოლოდ დატოვა.



29-05-2020