სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ცხოვრებაში ბევრ ადამიანს ხვდები, რომლებიც შენზე გავლენას ახდენენ. იუპ ჰაინკესი ერთ-ერთი მათგანია. მავარჯიშებდა, როდესაც მე თვითონ ვიყავი ფეხბურთელი. ამის შემდეგ კონტაქტს ვინარჩუნებდით. ჩემთვის სამაგალითო პიროვნებაა. მაგრამ არ მინდა, რომ მასთან შემადარონ, რადგანაც სულ სხვა დონეზე იმყოფება. ძალიან წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც დაღმასვლა და აღმასვლა გადაიტანა. მე მხოლოდ გზის დასაწყისში ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამ შედარებების წაკითხვა მსიამოვნებს".

"დიუსელდორფს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მათ ფეხბურთის თამაში იციან. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ".

"ტიაგო შაბათის შეხვედრას გამოტოვებს. სათამაშოდ მზად ჯერ არ არის. მას კიდევ რაღაც დრო დასჭირდება. შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას შაბათს დილით მივიღებ".

"ჩვენი ფეხბურთელები მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან. კომპლიმენტი ფიტნეს მწვრთნელებს, რომლებმაც გუნდი კარგად მოამზადეს".

"რობერტისთვის ცნობილია, რომ დიუსელდორფისთვის ბურთი ჯერ არ გაუტანია. ასევე როგორც სხვა დანარჩენ შეხვედრებში, მას შაბათს ბურთი შეგდება სურს. იმ შემთხვევაში თუ გავიმარჯვებთ და ლევანდოვსკის გოლს მიითვლის ყველაფერი მშვენივრად იქნება".


29-05-2020