სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰამანი: "ბაიერნი ჯგუფურ ეტაპს უპრობლემოდ გადალახავს"

"ჩემპიონთა ლიგას რამდენიმე ფავორიტი აქვს. პირველ რიგში ინგლისურ კლუბებს დავასახელებ. პრემიერ ლიგაში პირველად ზამთრის შესვენება ექნებათ, რაც, რა თქმა უნდა, უპირატესობას მისცემთ. ასევე რეალი, ბარსელონა, პსჟ, რასაკვირველია, ბაიერნიც. ერთ გუნდს სხვებისგან მაინც გამოვყოფდი - სიტის. ლევანდოვსკისგან უფრო მეტს ველი. ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო 9-ანია. წინა სეზონში სამართლიანად აკრიტიკებდნენ, რადგანაც მნიშვნელოვან მატჩებში ბურთები ვერ შეაგდო. იმ შემთხვევაში, თუ პოლონელს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ამის მისაღწევად ბაიერნზე საუკეთესო გუნდს ვერ მონახავს. ჯგუფურ სტადიას ბაიერნი უპრობლემოდ გადალახავს. აიაქსი და ბენფიკა ტრადიციული ევროპული კლუბები არიან, მაგრამ 25 წლის წინანდელ დონეს ვერ აღწევენ", აღნიშნა დიტმარ ჰამანმა.


18-09-2018