სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დეივისი ფლანგზე გაუჩერებელი იყო

დორტმუნდთან შეხვედრაში ალფონსო დეივისი თავის ფლანგზე შეუჩერებელი იყო. დაცვაში და შეტევაში გუნდისთვის სარგებელი მოიტანა. ჰოლანდის გარღვევა საკუთარი სისწრაფის დახმარებით ბოლო მომენტში გაანეიტრალა. წინა ხაზში მშვენიერი დრიბლინგი შეასრულა, კანადელის გაჩერება მხოლოდ გამოცდილმა მატს ჰუმელსმა შეძლო.

განაპირა მცველი ყველა ბურთზე ნადირობდა. ორთაბრძოლებში ბოლომდე იხარჯებოდა. მას 36 ორთაბრძოლა დაუგროვდა, რაც მატჩის მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"იმ შემთხვევაში თუ მეტოქეს გონია, რომ მას სივრცე და დრო აქვს მომენტალურად Meep Meep Meep (სიგნალი) გაისმის და ჩვენი Roadrunner-ი მას ბურთს ართმევს", სიცილით თქვა თომას მიულერმა.

პირველ ნახევარში დეივისმა 30 სპრინტერული გარღვევა განახორციელა, შესვენების შემდეგ კი 12 მიითვალა. 35.3 კმ/ს სიჩქარით დეივისი შეხვედრის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი აღმოჩნდა.


27-05-2020