სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი თავისი გოლის შესახებ

"დარტყმის დროს გადაწყვეტილება ძალიან სპონტანურად მივიღე. მატჩის დაწყების წინ გვითხრეს, რომ ბურკი კარებიდან შორს გადის. რა თქმა უნდა, კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანი გოლი გამომივიდა", აღნიშნა მატჩის გმირმა იოზუა კიმიხმა.

"საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მას საუკეთესო თვისებების დემონსტრირება შეუძლია. ძალიან კარგად პროგრესირებს. ყოველთვის 100%-ით იხარჯება. ეს უბრალოდ მშვენიერია", შეაქო კიმიხი ფლიქმა.

ვიდეოინტერვიუს დროს მოკლე კომენტარი მიულერმაც გააკეთა: "იოშუა, მეგობარო, ულამაზესი გოლი იყო!"

"ხანდახან დიდ მატჩებს გენიალური მომენტები წყვეტენ. კიმიხის გოლი ამ კატეგორიას მიეკუთვნება", განაცხადა დორტმუნდელმა მატს ჰუმელსმა.


27-05-2020