სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი დორტმუნდს 7 ქულით უსწრებს

პირველივე წამებზე ჰოლანდს მომენტი ჰქონდა. ბოატენგმა ბურთი კარების ხაზიდან მოიშორა.
რამდენიმე წუთში ბრანდტმა დაარტყა, ნოიერი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
მე-10 წუთზე დორტმუნდმა ბურთი შეაგდო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.
ლევანდოვსკიმ მეკარე შეაწუხა, მაგრამ დარტყმა ძლიერი ნაკლებად გამოვიდა.

კომანის ჩაწოდების შემდეგ მიულერი თავით ბურთს ვერ შეწვდა.

მე-19 წუთზე ბაიერნს პირველი რეალური შანსი ჰქონდა. მიუნხენელებმა მშვენიერი შეტევა გაითამაშეს, დასკვნითი დარტყმა გნაბრიმ შეასრულა, მაგრამ პიშჩეკმა ბურთი კარების ხაზიდან მოიშორა.

24’ კომანის დარტყმა ბურკიმ მოიგერია.

დეივისმა ფენომენალური დრიბლინგი შეასრულა, ჰუმელსმა ბიძგით შეაჩერა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გაბედა.

საშუალო დისტანციიდან გორეცკამ გაისროლა, ბურკიმ ბურთი მოიგერია.

43’ კიმიხმა შედევრი შეასრულა. იოზუამ ბურთი ბურკის თავზე გადაუგდო, 0:1!

შესვენებაზე ბაიერნი ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

49’ დაუდმა დაარტყა, ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

54’ დორტმუნდი რამდენჯერმე ბურკიმ გადაარჩინა, თორე ანგარიში 0:2-მდე გაიზრდებოდა.
58’ ჰოლანდის დარტყმის შემდეგ ბოატენგმა ბურთი კუთხურზე იდაყვით მოიგერია.

65’ დაუდმა არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო. დორტმუნდელი კიმიხს უხეშად ეთამაშა.

71’ სანჩო სახიფათო გადაცემა შეასრულა, მაგრამ ვერ ერთმა თანაგუნდელმა ბურთს ვერ მიწვდა.

73’ მინდორზე პერიშიჩი შემოვიდა. ხორვატმა კომანი გამოცვალა.
74’ დეივისმა ყვითელი ბარათი მიიღო.
75’ გერეირომ საჯარიმო შეასრულა, ნოიერმა ბურთი მშვიდად დაიჭირა.
81’ ნოიერმა სახიფათო დარტყმა მოიგერია.

83’ ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა.

მატჩის მიწურულს მინდორზე ერნანდეზი და მარტინეზი გამოჩნდნენ. კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

ბაიერნმა კიმიხის შედევრით უშუალო კონკურენტი დაამარცხა, 0:1! მიუნხენელებმა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს!






26-05-2020