სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ტიაგოს არ უვარჯიშია. სამშაბათს საღამოს მატჩს გამოტოვებს. ტაქტიკურ მონახაზს არ გავასაჯაროვებ".

"დორტმუნდთან შეხვედრის შემდეგ სათამაშო კიდევ რამდენიმე მატჩი გვექნება. ყოველ შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვა მნიშვნელოვანი იქნება. მშვენიერია, როდესაც ერთმანეთს უმაღლესი დონის გუნდები ეჯახებიან".

"ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს დორტმუნდმა ორი ძლიერი მოთამაშე შეიძინა, რომლებსაც მენტალიტეტი გააჩნიათ. ჯანი დაცვაში ძალიან ეფექტურია, შეტევაზე იგივეს თქმა ჰოლანდზე შეგვიძლია. მეტოქე ევროპის საუკეთესო გუნდებს მიეკუთვნება. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს თითქმის გასცდნენ. ოპტიმალური თამაშის დემონსტრირება გვმართებს".

"ჰოლანდი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მოწინააღმდეგის კარებთან ძალიან სახიფათოა. ყოველთვის დარტყმის საშუალებას ეძებს. მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებს ფლობს. მაგრამ თვალყური არა მარტო მას უნდა ვადევნოთ".

"ლევანდოვსკის და ჰოლანდის შედარება ნაადრევი მგონია. ბუნდესლიგაში ჰოლანდი მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს. ბოლო წლებში რობერტი უმაღლესი დონის თამაშს სტაბილურად დემონსტრირებდა. მაგრამ ჰოლანდი ძალიან ნიჭიერია".

"ფრანკფურტთან შეხვედრაში გორეცკამ მეტოქის უამრავი შეტევა ჩაშალა. ძალიან აგრესიული იყო. საყრდენი ნახევარმცველისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. კუნთების მასა მომატებული აქვს, რაც მის თამაშს მოუხდა. ლეონი კარგად პროგრესირებს. ადრე მას უფრო შემტევი ფუნქციები ეკისრებოდა. 8-ანზე ან 10-ანზე თამაშობდა. ბედნიერი ვარ, რომ ალტერნატივები გამაჩნია".

"ჯერომი სათამაშოდ მზად არის! მას ხშირად ვესაუბრები. მომავლის საკითხი გადასაწყვეტი აქვს. ბაიერნთან ერთად ყველაფერი მოიგო. დამსახურებული ფეხბურთელია".

"ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიდ ალაბა ძალიან კარგ პირველ პასს ფლობს. შეტევის ორგანიზებას ჭკვიანური გადაცემებით იწყებს. ჯერომთან ერთად პირველი პასით მეტოქის ორი ხაზის გარღვევა შეუძლია. სხვა ფეხბურთელებს რჩევებს აძლევს. მაგალითად დეივისს ტაქტიკაში ეხმარება. ფონზის ეს ძალიან წაადგა. დავიდს ვუთხარი, რომ კარგი ცენტრალური მცველი გახდა. ამ პოზიციაზე მშვენიერ პროგრესს მიაღწია. გუნდის ლიდერია, რჩევებს აძლევს. სტადიონზე დუმილის დროს ეს ყველაფერი კარგად ისმის. ეს ძალიან მახარებს, ალაბასგან ზუსტად ამას ველოდები".

"თომასი ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის წინ წაყვანა შეუძლია. ფრანკფურტთან შეხვედრაში ცარიელ ზონებს კარგად იყენებდა. ბურთის დაუფლებას ცდილობდა, თამაშს დინამიკა შემმატა. თომასის ახლანდელი კონდიციებით მოხარული ვარ".


25-05-2020