სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერის სტატისტიკური მიღწევები

მიმდინარე ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ თომას მიულერს 17 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მიულერმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აბსოლუტური რეკორდი ემილ ფორსბერგს ეკუთვნის - 22 გადაცემა. მიულერს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლია.

მიმდინარე ჩემპიონატში 30 წლის ფეხბურთელს გოლი + პასის სისტემით 24 ქულა დაუგროვდა. აქედან 20 ქულა მიულერმა აქტივში ფლიქის მოსვლის შემდეგ ჩაიწერა. საკუთარი რეკორდის მისაღწევად მას მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება.

ბუნდესლიგის ფარგლებში მიულერისთვის ფრანკფურტთან გამარჯვება 249-ე გახდა. ამ შედეგით თომასი ლეგენდარულ ზეპ მაიერს გაუტოლდა. წინ მხოლოდ ოლივერ კანია, რომელსაც აქტივში 260 გამარჯვება აქვს.


24-05-2020