სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკა: მატჩი დაძაბული გამოდგა

"პირველ რიგში კმაყოფილები ვართ იმით, რომ ფეხბურთის თამაშის საშუალება მოგვეცა. ფრანკფურტი რთული მეტოქე იყო. ორთაბრძოლებში ხისტად შედიოდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა. ტელემაყურებლებისთვის საინტერესო შეხვედრა იყო. ჩემი გოლის შემთხვევაში თომას მიულერის ოსტატობას გამოვყოფდი. მიზანდასახული გადაცემა შეასრულა. ამის შემდეგ მე მხოლოდ ბურთის ბადეში გადაგზავნა დამჭირდა. მეტოქეების კარებს დამუქრებას ნახევარდაცვიდან ვცდილობ. სტანდარტებიდან ორი გაშვებული ბურთი უნდა განვიხილოთ. 3:2-ის შემდეგ მანუმ შესანიშნავი სეივი შეასრულა. დორტმუნდის წინააღმდეგ 100%-ით კონცენტრირება გვმართებს. ეს ერთ-ერთი იმ მატჩებიდან არის, რომელსაც ძალიან ველოდებით“, თქვა ლეონ გორეცკამ.


24-05-2020