სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: პირველი ტაიმი მომეწონა

"პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვდომინირებდით. ხაზს გავუსმევ დავიდ ალაბას ცენტრალური მცველის პოზიციაზე შესანიშნავ თამაშს. დაცვას მშვენივრად ხელმძღვანელობდა, უბრალოდ უმაღლეს დონეს დემონსტრირებდა. ასევე თომას მიულერს ავღნიშნავდი. თავისუფალ ზონებს კარგად იყენებდა, მონაწილეობა რამდენიმე საგოლე შეტევაში მიიღო. პირველმა ტაიმმა ისე ჩაიარა, როგორც ამას ვგეგმავდით. შესვენების შემდეგ ანგარიში ეგრევე 3:0-მდე გავზარდეთ. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, ფეხბურთელებმა იფიქრეს, რომ ყველაფერი დასრულდა და კონცენტრაცია გაფლანგეს. უბურთოდ არც ისე კარგად გამოიყურებოდნენ. ფრანკფურტი სტანდარტულ სიტუაციებს კარგად იყენებს, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. ამ კომპონენტში გუნდი არც ისე კარგად გამოიყურებოდა. დასკვნების გამოტანა გვმართებს. სამშაბათს ლამაზი თამაშის იმედი გვაქვს. მიუხედავად შედეგისა შეხვედრა გადამწყვეტი არ გახდება“, აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.



24-05-2020