სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა

შეხვედრა გუნდებმა კარგ ტემპში დაიწყეს. ფრანკფურტის ფეხბურთელებმა პრესინგს მიმართავდნენ, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. საშუალო დისტანციიდან ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

3-4 წუთში პავარის თავური დარტყმა ტრაპმა აიღო. ფრანგი მშვენიერ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ ბედმა უმტკუნა.

მე-17 წუთზე ბაიერნის ფეხბურთელებმა თავისას მიაღწიეს. მარცხენა ფლანზე მიულერმა გარღვევა განახორციელა და ცენტრში გადაცემით გორეცკა მონახა, რომელმაც ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

25’ საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.
ტაიმის მიწურულს ჰინტერეგერმა ნოიერი კარების მიმართულებით დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.
თითქმის ეგრევე ჰინტერეგერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ორთაბრძოლაში ფრანკფურტელმა ლევანდოვსკის ხელი სახეში გაარტყა.

ალაბას ცაცია, მაგრამ ტრაპი ბურთს ადგილზე დახვდა.

ლევანდოვსკის თავური დარტყმის შემდეგ ბურთმა შორეულ ძელს ჩაუარა.

ზეწოლის და უპირატესობის შემდეგ რეკორდმაისტერმა მეორე ბურთი შეაგდო. 41-ე წუთზე დეივისის ჩაწოდების შემდეგ გოლი მიულერმა მიითვალა.

შესვენებაზე მეტოქეები ანგარიშით 2:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმი ლევანდოვსკის გოლით დაიწყო. ასისტი კომანმა ჩაიწერა, 3:0! პოლონელმა თავისი 27-ე ბურთი თავური დარტყმით შეაგდო.
ფრანკფურტმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 3:1... ახლო მანძილიდან ნოიერის კარები ჰინტერეგერმა აიღო.
რამდენიმე წუთში ჰინტერეგერმა მეორე ბურთი გაიტანა, 3:2...

მაგრამ რამდენიმე წუთში დეივისმა მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მეკარესგან შორეულ კუთხეში გააგზავნა, 4:2!

კარგი მომენტი კომანმა ვერ გამოიყენა. ფრანგის დარტყმა ტრაპმა მოიგერია.
საგოლე მომენტრი ფრანკფურტსაც ჰქონდა, მაგრამ ნოიერი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. კაპიტანმა უმაღლესი დონის სეივი შეასრულა.

ჰინტერეგერმა არა მხოლოდ ნოიერის კარი დალაშქრა. ავსტრიელმა პასივში ავტოგოლი ჩაიწერა, 5:2!

მინდორზე ტრავმების სერიის შემდეგ ლიუკა ერნანდეზი გამოჩნდა.

ძელი, რომ არა კოსტიჩი ლამაზ გოლს მიითვლიდა, მაგრამ ბაიერნი გადარჩა.

რეკორდმაისტერმა დორტმუნდისგან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

მეორე ტაიმში დაცვის ჩავარდნა რომ არ ჩავთვალოთ, გუნდმა მთლიანობაში კარგი ფეხბურთი აჩვენა. წინ დორტმუნდია!


23-05-2020