სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ბაიერნი ფრანკფურტს 97-ჯერ შეხვდა. აქედან მიუნხენელებმა მეტოქეს 53 მატჩი მოუგეს (22 ფრე და 22 მარცხი).

წინა ტურში ბაიერნმა ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით მე-16 შეხვედრაში თავისი 50-ე ბურთი შეაგდო. ასე სწრაფად ამ ნიშნულისთვის ჯერ არც ერთ წინა მწვრთნელს არ მიუღწევია.

მშრალი მატჩების მიხედვით მანუელ ნოიერი საუკეთესოა: უნიონთან გამარჯვების შემდეგ (2:0) რეკორდმაისტერის კაპიტანი ბუნდესლიგის ერთადერთი მეკარე გახდა, რომელიც სხვადასხვა 35 კლუბის წინააღმდეგ ნულზე ითამაშა.

ბაიერნის საშინაო გამარჯვებათა სერია ფრანკფურტის წინააღმდეგ უკვე 10 შეხვედრას შეადგენს. ეს ყველაზე გრძელი სერიაა მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილე მეტოქეების წინააღმდეგ.

ალიანც არენაზე რეკორდმაისტერმა ფრანკფურტის წინააღმდეგ გამართული 13 შეხვედრიდან 12 მოიგო (1 ფრე). ბურთების შეფარდება, 40:6. უკეთესი სტატისტიკა მიუნხენელებს მხოლოდ ვოლფსბურგის წინააღმდეგ აქვს (14 გამარჯვება).

26 ტურის შემდეგ ბაიერნი მეორეადგილოსანს 4 ქულით უსწრებს. სეზონის ამ ეტაპზე მიუნხენელებს საკუთარი ისტორიის განმავლობაში 4 ქულიანი უპირატესობა ჯერ არ დაუკარგავთ.

ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე წრის 9 ტურის შემდეგ უფრო მეტი ქულა ვიდრე ახლანდელ ბაიერნს (25 ქულა) მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდათ: ჰაინკესის და გუარდიოლას ფორმაციის გუნდებს - 27 ქულა.

რეკორდმაისტერმა ჩემპიონატის უკანასკნელი 7 მატჩი მოიგო, ბოლო 12 ტურში გუნდმა 36 ქულიდან 34 დააგროვა (21-ე ტურში ლაიპციგთან, 0:0).






22-05-2020